მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: hotsale.ge
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი ფასდაკლებების საიტი "Hotsale.ge" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

საიტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კომერცია ინტერნეტ სივრცეში. "ჰოთსეილი"-ს მისიაა ვებგვერდის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი და მაღალმოთხოვნადი პროდუქტებისა და მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანი ექსკლუზიური ფასდაკლებით.

მოვალეობები:

** კომპანიის მისიის და სტრატეგიული ხედვის ფარგლებში მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** სარეკლამო და PR კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** კვლევების წარმოება და ანალიზი;
** პლატფორმის განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტების მოფიქრება და ტექნიკური დავალებების მომზადება;
** პროდუქტის განვითარებაზე ზრუნვა;
** სოციალური ქსელის კამპანიის დაგეგმვა და ანალიზი;
** ციფრულ არხებში კამპანიის დაგეგმვა და ანალიზი;
** საკომუნიკაციო გეგმის შედგენა, განხორციელება;
** ბრენდის განვითარება;
** პრეზენტაციების და შეთავაზებების მომზადება;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 გამოცდილება;
** აუცილებელია ციფრული მარკეტინგის (Google Analytics, SEO, ) ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება ელ. კომერციის მიმართულებით;
** აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. #49.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე