ავტოპარკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის მენეჯერი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** კომპანიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** ავტოპარკის ფინანსური აღრიცხვის მართვა და კონტროლი;
** ავტოპარკის რეგულარული აღრიცხვა/კონტროლი;
** გეგმიური სამუშაოების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** ავტომობილის რეცხვის/დეზინფექციის გრაფიკების შედგენა და კონტროლი;
** მანქანების მოძრაობის კოორდინირება;
** სახელოსნოებთან მოლაპარაკების წარმოება;
** ავტომობილების შეკეთების კონტროლი;
** ავტომობილების სარეალიზაციოდ გამზადება;
** ავტომობილის პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკების წარმოება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრობლემების გადაწყვეტა და სიღრმისეული ანალიზის უნარი;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განაკვეთი: სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00, შაბათს 10:00-14:00
** ხელზე ასაღები ანაზღაურება: 700 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე