ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: აი-სი-ი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"აი-სი-ი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი როლი:

** ფინანსური დირექტორი უზრუნველყოფს კომპანიაში დაამკვიდროს და გაატაროს თანამედროვე და სახელმწიფოში არსებული სტანდარტებით კომპანიის ფინანსური მართვის სისტემა, რომელიც მოიცავს გეგმარების, დანერგვისა და მონიტორინგის სტადიებს.
** მის დაქვემდებარებაშია ბუღალტერია, ასევე მისი ვალდებულებაა ჩამოაყალიბოს ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლისა და მონიტორინგის ოპტიმალური ვარიანტი.

მოვალეობების დეტალური აღწერილობა:

** კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების საგეგმო პარამეტრების შემუშავება;
** კომპანიის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
** ხარჯების ყოველთვიური ლიმიტების განსაზღვრა;
** ცალკეული და საერთო მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და შესაბამის უწყებებში წარდგენა;
** კომპანიის საფინანსო-ეკონომიკური ანგარიშის მომზადება (ყოველთვიური, ყოველკვარტალური, წლიური);
** კომპანიის მუშაობის პროცესში სხვადასხვა საფინანსო-ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება.
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მონიტორინგი;
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციას მიწოდება კომპანიის გენერალური დირექტორისათვის ბალანსზე, მოგება-ზარალზე, ფულადი სახსრების მოძრაობაზე და სხვა უწყისებზე, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
** კომპანიის მიერ განხორციელებული სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების აღრიცხვის პირველად დოკუმენტებთან და მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის კოორდინირების გაწევა;
** კომპანიის სალაროს მუშაობის წარმართვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სალარო მეურნეობის მუშაობის კონტროლის გაწევა;
** თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობა გარე აუდიტთან, საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან;
** მონაწილეობის მიღება კომპანიის სახელფასო, ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის და სხვა პოლიტიკის შემუშავებაში და უფლებამოსილების ფარგლებში მათი შესრულების კონტროლი.

ასევე:

** შეადგინოს კომპანიის ბიზნეს-გეგმის ფინანსური ნაწილი;
** განახორციელოს კომპანიის ფინანსური საქმიანობის მართვა-რეგულირება და ფისკალური აღრიცხვა-ანგარიშგება;
** აწარმოოს ურთიერთობა საგადასახადო და საბაჟო ორგანოებთან, ასევე საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებთან;
** აქტიურ მონაწილეობა მიიღოს საფინანსო-ეკონომიკურ ოპერაციების განხორციელებასა და სათანადო დოკუმენტაციებით ზემდგომი ორგანოების წინაშე ანგარიშგებაში;
** შეადგინოს საშტატო განრიგი, წლიურ სამუშაო გეგმები.

განათლება:

** უმაღლესი (ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი) - ეკონომისტის, ფინანსისტის ან ბიზნესის სპეციალობით
** ბუღალტერიის ზოგადი ცოდნა
** იურიდიული საკითხებისა და საგადასახადო საკითხების ზოგადი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ბიზნესისადმი ერთგულება
** დისციპლინირებულობა
** მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა
** ანალიზის უნარი
** უცხო ენები: ინგლისური და რუსული ენები

სამუშაო გამოცდილება:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
** ანაზღაურება: 3500 ლარი ხელზე ასაღები + კვარტალური ბონუსი

რეზიუმეები გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე: L.Turiashvili@ice.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე