ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ასისტენტი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
კომპანია "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** შემოსული კორესპონდენციის მართვა;
** შემოსული დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება;
** ოფიციალური და სხვადასხვა ტიპის წერილების მომზადება, ვიზირებების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება;
** შეხვედრების ოქმების შედგენა; დაოქმილი დავალებების ვადების კონტროლი, სტატუსების ცვლილება;
** ოფიციალური და მიმდინარე შეხვედრების ფარგლებში ყავა-ჩაის ორგანიზება;
** ასისტენტის კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში უშუალო მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ პიროვნული უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** პრეზენტაბელობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე