პროექტების უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას პროექტების უმცროსი მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საკურატორო ზონებზე მიღებული და რეალიზებული წყლის აღრიცხვა;
** მაღალი რისკის ზონების იდენტიფიცირება და რისკების მინიმიზაციისთვის სათანადო ღონისძიებების დაგეგვა;
** საავარიო, პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების განსაზღვრა, კოორდინირება და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ზრუნვა წყლის დანაკარგების შემცირებაზე;
** ახალი აბონენტების მოძიება და მათთვის წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების მოწყობის სამუშაოების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** შემოსული განცხადებების/საჩივრების განხილვა, ანალიზი და სათანადო რეაგირება;
** დარიცხვების და გადახდების მონიტორინგი და დროული გადახდების უზრუნველყოფა;
** წყლის დატაცების ფაქტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;
** საქმიანობის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური განხრით;
** მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ სფეროში;
** პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** რამდენიმე საკითხზე პარალელური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 25 ივლისისა.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე