კონკურსი პროექტის გარე შემფასებლის შერჩევაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი პროექტის გარე შემფასებლის შერჩევაზე
მომწოდებელი: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი აცხადებს კონკურსს პროექტის "სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის" შემფასებლის შესარჩევად.

პროექტი - სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის (2017 1 ივლისი - 2019 1 ივლისი) ხორციელდება "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მიერ. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია -"Brot fur die Welt". პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში სოციალური და საგანმანათლებლო უფლებების დაცვის გაუმჯობესებას და აქ მცხოვრები მოწყვლადი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას შესაბამისი უწყებების მიერ, მათი ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის გზით.

ზემოთაღნიშნული მიზნის მიღწევისთვის, განისაზღვრა პროექტის სამი კომპონენტის მიხედვით ამოცანები:

** ახალგაზრდების ჩართულობის ფასილიტაცია იმგვარად, რომ ისინი გახდნენ პოზიტიური ცვლილებების აგენტები.
** საგანმანათლებლო ინსტიტუციებში სასწავლო გარემოსა და დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესება ყველა რელევანტური დაინტერესებული პირის ჩართვის გზით.
** სახელმწიფოს სოციალური დაცვის პროგრამების ეფექტიანობის გაზრდა იმგვარად, რომ მათ უკეთ უპასუხონ მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს.

დასახული მიზნების მისაღწევად პროექტის განხორციელების პირველი ორი წლის (მოცემულ ეტაპამდე) განმავლობაში:

** შეირჩა პარტნიორი სკოლებიდან მოზარდები, რომლებიც გაერთიანდნენ თბილისის ოზურგეთისა და ჩოხატაურის ლიდერთა სკოლებში (არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს 2017 წლიდან "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში" - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში). ახალგაზრდებთან ერთად დაზუსტდა და განხორციელდა რამდენიმე თემაზე მუშაობა (გენდერული . ., მრავალფეროვნება, ბავშვთა უფლებები და სხვ); მუშაობა წარიმართა "ახალგაზრდ პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული მიმართულების კონცეფციის საფუძველზე და ორგანიზაციის მიერ დანერგილი ინოვაციური მეთოდებით.
** განათლებისა და სოციალურ სფეროში შეირჩა რეფორმების კვალდაკვალ არსებული გამოწვევები. ჩატარდა 8 თემატური კვლევა. მომზადდა, გაიგზავნა და ნაწილი რეკომენდაციებისა გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი უწყებების მიერ.
** შეირჩა პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები (6 საჯარო სკოლა და 4 საბავშვო ბაღი), გურიის რეგიონში იმ სოფლებიდან სადაც ცხოვრობენ და სწავლობენ რელიგიური უმცირესობები. სკოლებში და საბავშვო ბაღებში განხორციელდა მუშაობა, იმ საკითხების გათვალისწინებით, რომელიც ასევე გამოვლინდა ზემო აღნიშნულ კვლევებსა და შეფასებებში.

შეფასების მიზანი:

განისაზღვროს პროექტის შესაბამისობა და ეფექტურობა. დასახული მიზნებისა და ამოცანების ინდიკატორების მიღწევები. მოხდეს იმ ძირითადი აქტივობების გამოვლენა, რომელიც უფრო ეფექტურია შედეგების მიღწევისათვის, ასევე მოხდეს ძირითადი გაკვეთილების გამოკვეთა და შემდგომი სტრატეგიული გეგმისთვის პრაქტიკული ქმედებების შემოთავაზება.

ძირითადი საკითხები და ვადები:

** საველე სამუშაოების დასაწყისი - 2019 წლის 1 ივლისი 30 ივლისი
** საწყისი ანგარიშის დეტალური სამუშაო გეგმის მომზადების ბოლო ვადა - 2019 წლის 15 აგვისტო
** შეფასების ანგარიშის სამუშაო ვერსია -2019 წლის 1 5 სექტემბერი
** საბოლოო შეფასების დოკუმენტი (ქართულ და ინგლისურ ენაზე) -2019 წლის 15 ოქტომბერი

მოთხოვნები:

** პროექტების შეფასების გამოცდილება
** მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის უნარი
** რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების მონაცემების ანალიზი
** ინგლისურად ანგარიშების დოკუმენტების წერის გამოცდილება

ფინანსები:

აღნიშნული დავალებისთვის ხელმისაწვდომი მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 18900, 00 ლარს, აღნიშნულ თანხაში შედის ყველა გადასახადი. ქვეკონტრაქტორს ეტაპობრივად აუნაზღაურდება თანხა (წინასწარ (მაქსიმუმ 30%) და დანარჩენი სამუშაოს დასრულების შემდგომ). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეკონტრაქტორის ანაზღაურებაში შედის მგზავრობისა და საარსებო ხარჯები პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებისა და შეხვედრებისათვის.

აპლიკაცია:

მონაწილეობის მიღებისთვის საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოიგზავნოს შესაბამის მისამართზე არაუგვიანეს 2019 წლის 25 ივნისამდე.

** კონსულტანტის რეზიუმე
** მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი
** სარეკომენდაციო წერილი
** პროექტის შეფასებისთვის მეთოდოლოგიის ტექნიკური აღწერილობა და საჭირო წყაროები (მაქსიმუმ 3 გვერდი)

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ) შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, ბარნოვის ქ.84; IV სართული, ბინა7; ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ.3; მიმღები ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი. ან ელექტრონულ მისამართზე: ypuozurgeti@yahoo.com

ტელ: 593 33 23 17
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე