გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების მართვა ობიექტებზე ( დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა შედეგის შეფასება)
** ორმაგი ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან; ვიზიტები VIP კლიენტებთან;
** სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება ( კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია)
** კადრის გაყიდვის უნარ-ჩვევების განვითარება; ინდივიდუალური სამუშაო გეგმების შექმნა მათი პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის;
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შექმნა და შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის სამუშაოს კოორდინირება;
** კომპანიის მედიკამენტების გაყიდვისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა და პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს);
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ ნევროლოგებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარები და კომპეტენციები

** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე. გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე, საწყისი ანაზღაურება (გამოსაცდელ პერიოდში კონკრეტული, შემდგომ მზარდი, გეგმის შესრულების შემთხვევაში პრემიების გათვალისწინებით).

გთხოვთ, ფოტოსურათი და CV გამოაგზავნოთ მისამართზე: nucighvedashvili@gmail.com არაუგვიანეს 15 ივლისისა. სათაურში მიუთითეთ ვაკანიის სახელწოდება.

ფოტოსურათის გარეშე მიღებული CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე