ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
შპს "ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ი. აბაშიძის ქ. 66
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: 600-800 ლარი

კომპანიის შესახებ:

კომპანია "ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში" საქმიანობის სფეროა:

** ტურიზმი
** ღვინის წარმოება.

კომპანიის ძირითადი ფასეულობებია:

** ქართული მაღალხარისხიანი პროდუქტის წარმოება: ტურისტების მომსახურების სრული სერვისი, განსხვავებული ქვევრის ღვინო.
** სამეცნიერო შემეცნებითი საქმიანობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსულ სატელეფონო ზარებზე/ელფოსტაზე პასუხის გაცემა და შესაბამის ადრესატებთნ გადამისამართება.
** კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა.
** დოკუმენტაციის თარგმნა.
** ოქმების წარმოება.
** ვაკანსიების გამოცხადება და განცხადების ატვირთვა შესაბამის საიტზე.
** სამეურნეო შესყიდვების წარმოება და კონტროლი.
** შეხვედრების ორგანიზება.
** სხვადასხვა ტიპის საოფისე საქმიანობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების - Word, Excel, Internet ცოდნა.

ანაზღაურება და შრომის დაფასება:

** 2 კვირა გამოსაცდელი ვადა.
** დამატებითი შეღავათები კომპანიის პროდუქციაზე, სასტუმროზე.
** წარმატებული და შედეგიანი მუშაობის შემთხვევაში სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (რეზიუმე) თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cellarvacancy@gmail.com და თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე