ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ბოშის ტექ. მომსახურების ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
ბოშის ტექნიკური მომსახურების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და დაარქივება
** სასაქონლო ზედნადებების მიღება-გატარება-გამოწერა, ატვირთვა
** ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება
** ინვოისების, მიღება-ჩაბარებების გამოწერა
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

მოთხოვნები:

** ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის და წარდგენის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

არასავალდებულო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** არაკონფლიქტურობა.
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი, დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულება
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-დან 18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი.

დაინტერესებულ კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: lasha.iobashvili@gmail.com და თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ოფისის მენეჯერი".

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 221044.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე