ფრონტ ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო სანსეტ შოვი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
რაჭაში, შოვში მდებარე 35 ნორმიანი სასტუმრო "სანსეტ შოვი" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოველეობები:

** ჯავშნების მიღება, რეგისტრირება;
** სტუმრების მიღებამდე ნომრების სრული მზადყოფნის შემოწმება;
** სასტუმრო შენობის სისუფთავის შემოწმება დღეში არანაკლებ ორჯერ;
** ოთახში არსებული ინვენტარის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა.
** სტუმრების მიღება, რეგისტრირება და განთავსება;
** რეგისტრაციის ყველა პროცედურის თანმიმდევრული შესრულება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრის კონსულტირება სასტუმროს ნომრების, ტარიფებისა და მომსახურების სახეების შესახებ;
** სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტების ინფორმირება სტუმრის განთავსების შესახებ;
** კორესპოდენციის მიღება, შენახვა და სტუმრისთვის გადაცემა;
** ფეისბუქ აქტივოებების დაგეგმვა და მონაწილეობა გაყიდვებში;
** სტუმრებისთვის ნომრების შეცვლასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სტუმრის მიერ გამოყენებული მომსახურებების საფასურის სტუმრის ანგარიშზე დარიცხვა;
** სტუმრის მთლიანი ანგარიშის და გადახდის ქვითრის მომზადება;
** სალარო აპარატის და საბანკო ტერმინალის გამოყებება;
** სტუმრის გასტუმრებისას ანგარიშის დახურვა;
** დღიური შემოსავლების დაჯამება, შესაბამისი ანგარიშის მომზადება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მითითების და პასუხისმგებელი პირისთვის გადაბარება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;

სავალდებულო მოთხოვნები

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მართვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-მისამართზე: vacancy@sunsetshovi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე