საზაფხულო დასაქმების პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზაფხულო დასაქმების პროგრამა
მომწოდებელი: ენერგო-პრო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"ენერგო-პრო ჯორჯია" არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის "ენერგო-პრო ეი-ეს" სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო.

"ენერგო-პრო ჯორჯია" საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს.

კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 84% მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას. "ენერგო-პრო ჯორჯიაში" დასაქმებულია 6000-მდე პროფესიონალი.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" იწვევს ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და ახალკურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების, ენერგეტიკის / ელ. ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებს "საზაფხულო დასაქმების პროგრამაში" მონაწილების მისაღებად. ასევე მსურველებს იწვევს აბონენტებთან ურთიერთობის მიმართულებით ქოლ ცენტრში სტაჟირებაზე.

საზაფხულო დასაქმების პროგრამა მოიცავს 2 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებასა და ტრენინგებს კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებში, შემდეგ მიმართულებებში:

** მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაცია
** სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა
** ელ. გადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია
** ელ. მრიცხველების ლაბორატორია
** გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები)
** შრომის უსაფრთხოება
** დისპეტჩერიზაცია
** "SCADA" და "GIS" სისტემები
** აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრი)
** და სხვა

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

"საზაფხულო დასაქმების პროგრამის" სრული ხანგრძლივობა: 2 თვე
პროგრამის ვადები: 15 ივლისი - 15 სექტემბერი
ლოკაცია: კომპანიის სათაო ოფისი (თბილისი) და რეგიონული ფილიალები (ქუთაისი; ბათუმი; ხაშური; თელავი).

საინფორმაციო შეხვედრა:

თბილისი: 2019 წ. 20 და 21 ივნისი, 11:00 სთ. / მისამართი: ზ. ანჯაფარიძის N19 (ყოფილი სანდრო ეულის #1), (ენერგო-პრო ჯორჯიას სათაო ოფისი);

პროგრამა მოიცავს: თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, პროექტების მომზადებას, უშუალო სამუშაო პროცესებში ჩართულობას. სტაჟირების პროგრამას გაუძღვებიან კომპანიის, ენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.

პროგრამაში ჩართვის, ძირითადი მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული (ენერგეტიკის/ ელ. ინჟინერიის მიმართულებით)
** მაღალი აკადემიური მოსწრება (შეფასების ფურცელი)
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი მოტივაცია
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** პროგრამაში მონაწილეობის ასაკი - არაუმეტეს 30 წ.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია და დაესწრონ საინფორმაციო შეხვედრას.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://forms.gle/8t3tcoXpMpv6Ti5X6

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 19 ივნისი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
e-mail: vacancy@energo-pro.ge
Tel: თბილისი - 577350050
ქუთაისი, ხაშური, თელავი, ბათუმი - 577352020

კომპანიის ვებ-გვერდი: http://www.energo-pro.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე