ყასაბ-მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ყასაბ-მწარმოებელი
მომწოდებელი: ბლაუენშტაინ საქართველო
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ყასაბ-მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: 600-1200 ლარის ფარგლებში, კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქონლის მიღება, აწონვა, აღრიცხვა, დახარისხება და შესაბამისად გადანაწილება შემდგომი წარმოებისთვის;
** გეგმის შესაბამისად, პროდუქციის მომზადება დადგენილი სტანდარტის და რეცეპტის დაცვით;
** მომზადებული პროდუქციის სარეალიზაციოდ გატანა ან/და შენახვა დადგენილი სტანდარტის დაცვით;
** წარმოებული პროდუქციის და დახარჯული ნედლეულის სწორი აღრიცხვა;
** სამუშაო ადგილის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი დაცვა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე (ფიზიკურ სამუშაოზე) მუშაობის გამოცდილება;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@btq.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ყასაბი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე