მდივან-რეფერენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მდივან-რეფერენტი
მომწოდებელი: მედფარმა პლუსი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
ფარმაცევტული კომპანია შპს "მედფარმა პლუსი" აცხადებს მდივან-რეფერენტის ვაკანსიას თბილისში.

შპს "მედფარმა პლუსი" მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც საბითუმო და საცალო რეალიზაციას ახორციელებს, როგორც სახელმწიფო დაკვეთების უზრუნველყოფისათვის, ასევე პირდაპირი კომერციული საჭიროებისათვის. ფირმის ლოჯისტიკური მომსახურება მოიცავს ორ მიმართულებას:

** საკუთარი პროდუქციის ლოჯისტიკას;
** სახელმწიფოს კუთვნილი მედიკამენტების შენახვას, დისტრიბუციასა და ბენეფიციარების უზრუნველყოფას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პრინციპები:

** მუდმივად ვუყუროთ ბიზნესს მომხმარებლის თვალით;
** ბიზნესის საზღვრები მუდმივად ჯდებოდეს ეთიკის საზღვრებში;
** ღირებულების ინოვაცია - მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს მისთვის კმაყოფილების მომტანი;
** სანდოობა - შეძენილი საქონლის შენახვის პირობების მაღალი სტანდარტების დაცვით, ხარისხის უზრუნველყოფა და შესაბამისად სანდოობის განმტკიცება.

მდივან-რეფერენტის ვაკანსიისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ფლობა მაღალ დონეზე;
** MS Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook) პროგრამების ცოდნა;

ფუნქცია/მოვალეობები:

** შემოსულ სატელეფონო ზარებზე და ელფოსტაზე დროული რეაგირება;
** სტუმრების მიღება/გაცილება;
** დოკუმენტების დასკანერება, ასლების გადაღება;
** ინფორმაციის მოძიება, ტექსტების დამუშავება, თარგმნა და რეფერირება;
** კრებების, თათბირების ორგანიზება და დოკუმენტალურად გაფორმება;
** ხელმძღვანელის სამუშაო განრიგის/პირადი შეხვედრების დაგეგმვა;
** ხელმძღვანელის საქმიანი ვიზიტების/მივლინებების ორგანიზება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;

აპლიკანტების საყურადღებოდ: გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათთან ერთად მისამართზე: admin@medpharma.ge და სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მეილი სათაურის გარეშე არ განიხილება!

განაცხადები მიიღება 2019 წლის 12 ივლისის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე