მშენებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებელი
მომწოდებელი: APM Terminals
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
"APM Terminals Poti" (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) არის A.P. Moller - Maersk გლობალური ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთების და კონტეინერების გადამუშავებას, ასევე აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას. ძირითადად ის ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი და ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.apmterminals.com

APM Terminals Poti გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის ოპერაციებისა და ტექმომსახურების ფუნქციის სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას,
** სამუშაოს შესრულებაზე (მიზნებზე) დაფუძნებულ სისტემას,
** სწავლებისა და განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს,
** თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს,
** სამუშაოს და დასვენების ბალანსს,
** მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში,
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებისა და სარგებლის სისტემას.

ამჟამად კომპანია აცხადებს მშენებლის ვაკანსიას: მშენებელი.

მშენებლის მთავარი ფუნქციაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება ნავსადგურის ტერიტორიაზე. კერძოდ:

** ნავსადგურის ტერიტორიაზე სარემონტო-სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს (შენობებში სამშენებლო ბლოკით კედლებისა და ტიხრის ამოყვანა, თაბაშირ-მუყაოთი მოპირკეთება, გადახურვით სამუშაოების წარმოება, იატაკის-კედლების, კარებების, ფანჯრების და სხვა საშუალებების რემონტი) სამშენებლო ნორმების დაცვა;
** დავალებების შესრულებისათვის სამშენებლო ინსტრუმენტების ეფექტური და უსაფრთხო გამოყენება;
** სამუშაო პროცესში გამოყენებული მასალების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვა;
** სამუშაო პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტებისა და ინვენტარის დანიშნულებისამებრ გამოყენება და გაფრთხილება;
** სამუშაოს დროულად შესრულება;
** სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის მოწესრიგება / დასუფთავება;
** შესრულებულ სამუშაოს ხარისხზე პასუხისმგებლობის აღება;
** სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება; სამუშაო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე დროული რეაგირების მოხდენა;
** ხელმძღვანელის დავალებით, ნაკლები გამოცდილების მქონე თანამშრომლებისთვის სწავლების და ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** ნავსადგურის შრომის შინაგანაწესის და უსაფრთხოების ტექნიკის, შრომის დაცვის, ხანძარსაწინააღმდეგო, ელექტრო უსაფრთხოების და საწარმოო სანიტარიის წესების და ნორმების დაცვა;
** კომპანიის შრომის შინაგანაწესის, ქცევის კოდექსის და სხვა შიდა პროცედურების განუხრელად დაცვა და კომპანიის ღირებულებებისა და გუნდურობის პრინციპის შესაბამისად მუშაობა;
** კომპანიის შრომის უსაფრთხოების, ზოგადი უსაფრთხოების, სანიტარული და საწარმოო უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ყურადღება უსაფრთოხების საკითხების მიმართ;
** გუნდურად მუშაობა, ორგანიზაციის სხვადასხვა ფუნქციებთან თანამშრომლობა საჭიროების შესაბამისად და ზოგად წარმატებასა და სამუშაო პროცესებისა და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა;
** ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელისგან დროდადრო მიღებული სხვა დავალებების შესრულება, რომელიც უკავშირდება კომპანიის საქმიანობას თუ მის განვითარებას.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

** შესაბამისი პროფესიული განათლება;
** აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სამშენებლო ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და მათი უსაფრთხო გამოყენების წესების ცოდნა;
** ქართული ენის ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია;
** კომპანიის ინტერესების და ღირებულებების შესაბამისად მოქმედების უნარი / სურვილი;
** შრომისმოყვარეობა, მოტივირებულობა და წინდახედულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურ ობა და ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულ ობა და შრომის უსაფრთხოებაზე ორიენტირება;
** საიმედოობა და გულწრფელობა;
** კომპანიის შინაგანაწესის და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად მუშაობის უნარი / სურვილი
** განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა და მონდომებულობა;
** დინამიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** კოლეგიალურ ობა და როგორც გუნდურ გარემოში, ასევე, ინდივიდუალურად მუშაობის უნარი / სურვილი.

ეიპიემ ტერმინალსი მოწოდებულია ხელი შეუწყოს სამუშაო ძალის მრავალფეროვნებას სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა თუ კულტურის კუთხით. შესაბამისად, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ობიექტურ შერჩევის კრიტერიუმებზე დაყრდნობით და გამოირიცხება ნებისმიერ სახის დისკრიმინაცია, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
კანდიდატების მიერ გაგზავნილი მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული სახის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ ამგვარი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება შერჩევის პროცესის ფარგლებში, კანდიდატებთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

დაინტერესებულ პირებს, 2019 წლის 18 ივნისი 18 საათამდე, შეუძლიათ გამოაგზავნონ განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careerpoti@apmterminals.com ან წარმოადგინონ განაცხადი მისამართზე: ქ. ფოთი, აღმაშენებლის 38, ნავსადგურის ადმინისტრაციული შენობა.

გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვეთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე