საბანერო სისტემის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბანერო სისტემის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ედლაინი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
"პალიტრა მედია ჰოლდინგი" -ს წევრი სარეკლამო სააგენტო "ედლაინი" აცხადებს ვაკანსიას საბანერო სისტემის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. "პალიტრა მედია ჰოლდინგი" აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ. კომერცია.

მოვალეობები:

** საბანერო სისტემაში მუშაობა, ანალიტიკა, განვითარება, კომუნიკაცია სოფტის საფორთთან, პრობლემების დაფიქსირება, გამოსწორება ორივე მხარესთან;
** Google analytics-თან მუშაობა;
** ყოველდღიური მონიტორინგი საიტების, ბანერების, ვიდეორეკლამის და ა.შ.
** ბანერის, ვიდეორეკლამის საიტებზე ატვირთვა (კონვერტაცია, კოდში ცვლილება, შემოწმება);
** ვებ განვითარების ჯგუფთან კომუნიკაცია და ტექნიკური საკითხების მოგვარება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** HTML5, CSS პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. #49

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე