ტესტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტესტერი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
"ვიონის" ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:
https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ტესტერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული პროდუქტის შესახებ უკუკავშირის, რეკომენდაციების შეგროვება ადგილობრივ ბაზარზე და პრეზენტაცია პროდუქტის განვითარების მენეჯერებთან
** ციფრული არხების, ბოტის ტესტირება
** აპლიკაციების ტესტირება Android და IOS ოპერაციულ სისტემაზე
** პროდუქტის ბაზარზე ატვირთვის ორგანიზება და დამხმარე ოპერაციების მართვა
** სხვადასხვა სიტუაციური ქეისების შემუშავება, ფუნქციური მოთხოვნილებების ჩამოწერა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა
** პროდუქტის შესახებ ბიზნეს მოთხოვნების შედგენა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან შეთანხმება
** AGILE და SCRUM მეთოდოლოგიით მუშაობა კროს-ფუნქციურ გუნდებთან პროდუქტის ტესტირების, ბაზარზე გაშვების და განვითარების ნაწილში
** ეფექტური მუშაობისთვის საჭირო პროექტის მენეჯმენტის ინსტრუმენტების გამოყენება ეფექტური კოლაბორაციისთვის (Jira, Asana, Trello, Slack, Confluence)
** გლობალურ და ლოკალურ გუნდთან ეფექტური კოლაბორაცია, რომელიც მიმართულია პროდუქტის დახვეწაზე და კლიენტისთვის მუდმივად განახლებადი პროდუქტის დროულად მიწოდებაზე

თუ შენ:

** გაქვს 1+ წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარების პროექტებში
** გაქვს ტესტერის, პროექტ მენეჯერის ან ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** შეგიძლია ტესტ ქეისების შექმნა და მოხმარებლის სრული გზის სქემატური აღწერა
** გაქვს პროექტ მენეჯმენტის თანამედროვე ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (Jira, Confluence, etc.)
** კარგად იცი პროდუქტის განვითარების მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდოლოგიები (Waterfall, SCRUM)
** სრულყოფილი ფლობ ქართულ და ინგლისურ ენებს. რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
** გაქვს ანალიტიკური აზროვნება
** შეგიძლია გამართულად კომუნიკაცია
** შეგიძლია ამოცანების დამოუკიდებლად მართვა და განხორციელება
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,
გამოგვიგზავნე რეზიუმე 2019 წლის 7 ივლისის ჩათვლით.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას. პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე