მთავარი რისკის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი რისკის ოფიცერი
მომწოდებელი: საპენსიო სააგენტო
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
სსიპ "საპენსიო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას მთავარი რისკის ოფიცრის თანამდებობაზე.

"საპენსიო სააგენტო" პასუხისმგებელია და ახორციელებს საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას და შესაბამისი საპენსიო სქემის ადმინისტრირებას.

საპენსიო შენატანები, რომელთა მზარდმა ჯამურმა მოცულობამ უახლოეს წლებში რამოდენიმე მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს, ექვემდებარება ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებას, კეთილსაიმედოობის პრინციპების და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული საოპერაციო, საკრედიტო, საბაზრო და სხვა ფინანსური რისკების კონტროლის მიზნით, საპენსიო სააგენტოში იქმნება დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურა, რომელსაც უხელმძღვანელებს მთავარი რისკის ოფიცერი.

მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება მინიმუმ მაგისტრის დონეზე ფინანსების ან/და თეორიული ფიზიკის ან/და მათემატიკის სპეციალიზაციით. ორმაგი სპეციალიზაცია ფინანსებში და თეორიულ ფიზიკაში წარმოადგენს განსაკუთრებულ უპირატესობას;
** რისკის კონტროლის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება;
** კაპიტალის ბაზრის პროდუქტების / ფინანსური ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა;
** რისკის კონტროლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი პრინციპების, პოლიტიკის, პროცესების და პროცედურების საფუძვლიანი ცოდნა;
** რისკების შეფასების რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლიანი ცოდნა;
** ფინანსური მათემატიკის, მოდელირების, სიმულაციის, სტოქასტური აღრიცხვის ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება წარმოადგენს განსაკუთრებულ უპირატესობას;
** ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციების და მეთოდოლოგიის ცოდნა წარმოადგენს განსაკუთრებულ უპირატესობას;
** ფინანსური ინჟინერიის მეთოდების ან/და სტრუქტურული ფინანსების პროდუქტების ცოდნა წარმოადგენს განსაკუთრებულ უპირატესობას;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარები, ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ამ განცხადების გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@pensions.ge . შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე საფეხურიან გასაუბრების და ტესტირების პროცესს.

ანაზღაურება დაინიშნება გამოვლენილი საუკეთესო კანდიდატის კვალიფიკაციის და ბაზარზე არსებული კონკურენტული სახელფასო განაკვეთების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე