სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ბუღალტერი

მოვალეობები:

** ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი კანონიერების და დროულად და სწორად გაფორმების კონტროლი;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება, შედარება და შედეგების ასახვა;
** ყოველდღიური საბუთების წარმოება და მათი ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, ზედნადებების გამოწერა-დამუშავება rs.ge-ზე მიღება), წარმოება და დაარქივება.
** საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონული ფორმით წარდგენა;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** ბუღალტრული გატარების (წარმოების, რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება;
** ფინანსური უწყისის წარმოება (მოგება-ზარალი, ბალანსი, თანხის მოძრაობა).
** ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ანალიზი.
** საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება.
** ბუღალტრულ პროგრამებში ORIS -ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ასაკი: 22-40
** სქესი: მდედრობითი

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო
ვადების დაცვის ჩვევა;
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** შესრულების სიზუსტისა და სისწრაფის უნარი.

2. შესყიდვების მენეჯერი

მოვალეობები:

** მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შეთანხმება და მიღწევა;
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
** გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლი;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** სამშენებლო მასალებისა და მწარმოებლების კარგი ცოდნა;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის
მოკვლევა და ანალიზი;
** სატენდერო წინადადებების მონიტორინგი;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
** დადგენილ ვადებში შესყიდვების გეგმების განხილვა და წარდგენა;
** შესყიდვების დაგეგმვა როგორც გრძელვადიან, ასევე ყოველდღიურ დონეზე;
** ლოჯისტიკის ძირითადი საფუძვლების ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება
პრიორიტეტულად.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო ბაზრის ცოდნა
** სამშენებლო მასალებით ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირებისა
** შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** სასურველია საბაჟო დეკლარირების პროცედურების ცოდნა.
** მოწმობა B კატეგრია, სასურველია C კატეგორიაც
** უპირატესობა მიენიჭება რუსთავში მცხოვრებ კანდიდატებს
** ასაკი: 25-დან 35 წლამდე
** სქესი: მამრობითი

3. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

მოთხოვნები:

** B/C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 5 წელი;
** ასაკი: 28-დან 45 წლამდე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** გაწონასწორებული;
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
** კომუნიკაბელურობა ;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (შაბათი დღე ნაწილობრივ)
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე

4. სატვირთო ავტომობილის (თვითმცლელი) მძღოლი/ტექნიკის ოპერატორი

სავალდებულო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის შესაბამისი კატეგორია (C, E, S);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
** სატრანსპორტო საშუალების სისუფთავეზე ზრუნვა;
** საჭიროებისამებრ ჩაბარებულ ტექნიკაზე მცირე სარემონტო საუშაოების შესრულება;
** კომპეტენციის ფარგლებში პროექტის მენეჯერის დავალებების შესრულება;
** რეკომენდატორის/ყოფილი დამსაქმებლის მითითება.

მოვალეობები:

** ექსკავატორის (ბორბლებიანი, შალგებიანი და დამტვირთველი) ოპერირება;
** ტექნიკის შემოწმება/შეპოხვა;
** გრუნტის სამუშაოების შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:

** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** საავტომობილო გზებზე უსაფრთხოების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** სამშენებლო და/ან ინფრასტრუქტურული ;სამუშაოების წარმოების უბანზე მუშაობის
მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება უწყვეტი რეჟიმით;
** ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე.

5. მებაღე

მოთხოვნები:

** ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** დეკორატიული ეზოს და სახლის მცენარეების თეორიული და პრაქტიკული ცოდა;
** ასაკი 25 და 50 წლამდე;
** სქესი: მამრობითი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

შესასრულებელი მოვალეობები და ფუნქციები:

** მცენარეების მოვლა, გადარგვა, შეწამვლა, გადაადგილება;
** სეზონურად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარება;
** ეზოს მოწესრიგება და სხვა სამუშაოები საჭიროებისამებრ.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი.

6. აღრიცხვის ოპერატორი

სამუშაოს აღწერა:

** სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
** ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების, პროცედურების და ტარიფების შესახებ;
** კომპანიის პროდუქტებზე მოთხოვნის და განაცხადის დარეგისტრირება;
** პრობლემაში გარკვევა, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და პრობლემის დაფიქსირება.
** მიღებული ინფორმაციის სწორად აღქმა და დანიშნულებისამებრ გადაცემა;

აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია ინგლისური);
** MS Office პროგრამების ცოდნა.
** პირველად დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
** ასაკი: 20 დან- 40 წლამდე
** სქესი: მდედრობითი

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა.
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacansiatada@gmail.com და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე