კონსულტანტი გამოფენა-გაყიდვებზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი გამოფენა-გაყიდვებზე
მომწოდებელი: სანტა ესპერანსა
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
სულაკაურის გამომცემლობის წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა" აცხადებს ვაკანსიას გამოფენა-გაყიდვებზე კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებით
სამუშაოს ანაზღაურება: გრაფიკის მიხედვით

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მკითხველის მოთხოვნის შესაბამისად წიგნის მოძიება და გადაწყობა;
** ყველა აქციის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** წიგნებსა და სხვა პროდუქციაზე ფასების და კოდების დაკვრა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასკოლო წიგნებთან ან საკანცელარიო მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გაყიდვების პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება;
** სალაროს აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება და აზრის გადმოცემის უნარი;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ელემენტარული არითმეტიკული გაანგარიშების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური, პასუხისმგებლობის გრძნობით;
** გამართული მეტყველება
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გამოგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@santaesperanza.ge და საგანში მიუთითეთ ვაკანსია, სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე