კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია ჰუგო ბოსი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
მაღაზია "ჰუგო ბოსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ფლობა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
** აუცილებელია რიცხვითი შინაარსის ინფორმაციით ოპერირების უნარი.
** სასურველია მსგავსი პროფილის კომპანიებში (ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი) გაყიდვების მოლარე ან კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები:

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა;

ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება 600 ლარი და პლიუს ყოველთვიური ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზუმე CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tbilisistores@gmail.com და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება კონსულტანტი-ჰუგო ბოსი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ იქნება განხილული.

დავუკავშირდებით მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისი პროფილის მქონე კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე