სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: FSTA Rent Car
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "FSTA Rent Car" წარმოდგენილია ავტომობილების გაქირავების სერვისით საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.

"FSTA Rent Car" წარმატებით ფუნქციონირებს საერთაშორისო ბაზარზე და ტურისტებს სთავაზობს მომსახურების მაღალ ხარისხს. "FSTA Rent Car"-ის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების გაქირავება (სურვილის შემთხვევაში, მძღოლის მომსახურებით), ტურების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე ტურისტების მომსახურება სასტუმროს სერვისით.

პოზიცია: სოციალური მედიის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საიტის კონტენტის შექმნა;
** კომპანიის მეილის მიღება და მოთხოვნაზე პასუხი;
** სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლება საიტზე;
** კომპანიის ვებ გვერდის და სოციალური მედიის მართვა, ავტომობილის ჯავშნების მიღება, სმს-ზე დროული რეაგირება;
** კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა სასტუმროებთან, სააგენტოებთან და სხვა ავტომობილების გაქირავების კომპანიებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** უცხო ენების სრულყოფილად ცოდნა - ინგლისური და რუსული.
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განრიგი: არასრული სამუშაო გრაფიკი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Fstarentcar@gmail.com და დასახელებაში მიუთითეთ პოზიციის ზუსტი სახელწოდება. განიხილება მხოლოდ მოთხოვნების შესაბამისი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე