ასორტიმენტის განვითარების დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასორტიმენტის განვითარების დირექტორი
მომწოდებელი: ზოდი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
შპს "ზოდი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

შპს "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას ასორტიმენტის განვითარების დირექტორის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი 149 (ავტოსადგურ ოკრიბას ქვემოთ), "ზოდი"-ს ცენტრალური შოურუმი."

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოვების, გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ასორტიმენტის განვითარების დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შედგენის უზრუნველყოფა კომპანიაში ბიუჯეტირების ერთიანი პროცესის ფარგლებში.
** ფინანსური სამსახურისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად მიწოდება;
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში. MBA ჩაითვლება უპირატესობად;
** სავალდებულოა მუშაობის გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მარკეტინგის/ასორტიმენტის განვითარების ან/და გაყიდვების მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 4 წლის, ხოლო მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
** Excel მაღალ დონეზე ფლობა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ფლობა. უპირატესობა მიენიჭება თურქული ენის მცოდნე კანდიდატებს.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზების და მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
** ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
** სისტემური აზროვნების, მართვის სისტემური კომპონენტების შექმნის და დანერგვის უნარი;
** ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 25 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ზოდი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე