IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ზოდი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "ზოდი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

შპს "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი 149 (ავტოსადგურ ოკრიბას ქვემოთ), "ზოდი"-ს ცენტრალური შოურუმი."

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის შიდა და გარე ქსელების გამართვა და მონიტორინგი;
** კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებული ინციდენტების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** საოფისე ელ. მოწყობილობების გამართული მუშაობა და კონტროლი;
** ქსელური აპარატურის გამართვა და დიაგნოსტირება;
** შიდა ქსელის ტექნიკური გამართვა;
** ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით;
** IT სპეციალისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 22 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ზოდი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე