ხორცისა და თევზის საწარმოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხორცისა და თევზის საწარმოს თანამშრომელი
მომწოდებელი: რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას ხორცის, თევზის და ნახევარფაბრიკატების საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი;
სამუშაო განაკვეთი - სრული;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მზარეულად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის მარაგით უზრუნველყოფა, შესაბამისი დროისა და სტანდარტების მიხედვით;
** ხორც-პროდუქტების, ბოსტნეულის, ნახევარ-ფაბრიკატების დამუშავება;
** მის პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის კალკულაციის დათვლა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "ხორცის, თევზის და ნახევარფაბრიკატების საწარმოს თანამშრომლის ", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე