IT მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მენეჯერი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი (თბილისიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი, სამსახურის მიკრო ავტობუსის მეშვეობით).

სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მოთხოვნების, თანამედროვე ტენდენციებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავება/დანერგვა;
** კომპანიაში არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა ქსელის, სერვერების, გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების სისტემების (კამერების) მართვა;
** კომპანიაში ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის მიზნით ახალი IT პროექტების ზედამხედველობა;
** თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; საჭიროების შემთხვევაში მათი ტრენინგი;~
** ვებ-მხარდაჭერა;
** დირექტორის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებულობა.
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი.
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
** ყურადღებიანი და დეტალებში ორიენტირებული.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი.
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ 2019 წლის 30 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@cs.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (IT მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 568112299
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე