განვადების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განვადების ოფიცერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 29 მაისი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას განვადების ოფიცრის თანამდებობაზე სენაკში.

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ჰყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების ფინანსური საჭიროებების გამოვლენა;
** კლიენტებისთვის კონსულტაციების გაწევა განვადების პირობებთან დაკავშირებით;
** განვადების განაცხადების მომზადება და წარდგენა კომიტეტზე;
** მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის შეყვანა და მისი სათანადო გამოყენება;
** კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის წარმართვა;
** კომპანიის საქმიანობასთან და კლიენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ვადაგადაცილებულ კლიენტებთან დაკავშირება.

"კრისტალი" ეძებს მათ, ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება
** საშუალო ან პროფესიული განათლება.

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 29 მაისამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა , სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. "კრისტალი" გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შერჩევისა და თანამშრომლობის ყველა ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე