ციფრული მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: მაგნიტი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მედიის მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა.

ფუნქცია მოვალეობები:

** ციფრული მედია არხების (facebook, YouTube, instagram და სხვ.) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მართვა/მონიტორინგი;
** ახალი იდეების გენერირება და მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ​სოციალურ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების ანალიზი;
** სამიზნე აუდიტორიის შესწავლა და შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა;
** ვიზუალური მასალების (დიზაინერთან ერთად): პოსტერი, ბანერი, ვიდეო, GIF და ა.შ მომზადება, მართვა და რეპორტინგი;
** სოციალურ არხებში მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** კომპანიის საიტის კონცეფციის შექმნა და აღსრულება;
** დარგში არსებული ტრენდების მონიტორინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, PR-ის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით;
** სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram..) მართვის გამოცდილება;
** ვებ გვერდის მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია Google/Facebook Ads Manager-ის ცოდნა;
** გამართული (შემოქმედებითი) წერის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია საცალო ქსელში).

შენიშვნა: ინგლისური ენისა და SEO - ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ოპერატიულობა;
** დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე hr@magniti.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე