IT მხარდაჭერის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის ოფიცერი
მომწოდებელი: Allproperty.ge
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"თი ბი სი ჯგუფი" და "Allproperty.ge", უძრავი ქონების ონლაინ საძიებო პორტალი, აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის ოფიცრის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საოფისე კომპიუტერების შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია/კონფიგურაცია
** თანამშრომელთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან და პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა/დახმარება
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება IT მიმართულებით
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** ოპერაციული სისტემების Windows და Mac OS-ის ცოდნა
** პერიფერიული მოწყობილობების მიერთება და კონფიგურაცია
** ქსელური ინფრასტრუქტურის ბაზისურ დონეზე ცოდნა
** IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება
** "ლოგ ინ მენეჯმენტის" ცოდნა (სასურველია)
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ოპერატიულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@allproperty.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "IT Support Officer".

პოზიციის მითითების გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე