სტაჟირება მარკეტინგის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება მარკეტინგის მიმართულებით
მომწოდებელი: Z.E.G.A Consulting
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 24 მაისი
აუდიტორული კომპანია "Z.E.G.A Consulting" აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის მიმართულებით.

მოვალეობები:

** ბრენდის სტრატეგიების დასახვასა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
** ბაზრის ანალიზი და ანალოგიური კომპანიების აქტივობების მონიტორინგი;
** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ანალიზში, შეფასებასა და/ან ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
** ახალი შეთავაზებების დაგეგმვასა და პროცესების მართვაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
** მოცემული ბრენდის პიარისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის შემუშავება, მონიტორინგი და დანახარჯების კონტროლი;
** სხვადასხვა შეთავაზების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი(მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ​ინიციატიურობა;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ინგლისურ და რუსულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი ინიშნება აღნიშნულ პოზიციაზე 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატს გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: HR@ZEGA.GE

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 24 მაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე