მიმტანი, ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი, ბარისტა
მომწოდებელი: Leclair De Genie
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"Leclair De Genie-ლე კაფე" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:

1. მიმტანი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
** სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, მათთვის დახმარების გაწევა და პრობლემების აღმოფხვრა;
** სუფრის გაწყობა (მაგიდების მომზადება), ჭურჭლის მაგიდაზე განლაგება;
** სტუმრის წასვლის შემდეგ, მაგიდის მოწესრიგება, პროცედურების შესაბამისად;
** სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება.

მოთხოვნები:

** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ინგლისური, რუსული);
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომსახურების სანიმუშო მანერები;
** გამართული მეტყველება;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა;

სამუშაო გრაფიკი: ცვლები.
მიმტანის პოზიციაზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებას კაფეში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: lecafe.hr@gmail.com

2. ბარისტა

მოთხოვნები:

** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (ერთზე მეტი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად).

უნარები:

** კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** ექსპერიმენტებისა და სიახლეების მიმართ ინტერესი, ათვისების უნარი;
** სამუშაო პროცესში ინიციატივის გამოჩენა.

ძირითადი მოვალეობები:

** ცივი და ცხელი სასმელების მომზადება რეცეპტების მიხედვით;
** ბარის ინვენტარის ზედამხედველობა;
** შეკვეთების მიღება და დროულად მომზადება;
** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი;
** პროდუქციისა და სერვისის ხარისხზე სტუმრის აზრის გაგება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის ინფორმირება;
** ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** მენეჯერის მითითებების შესრულება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: lecafe.hr@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე