მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. მარკეტინგის მენეჯერი ესაჭიროება სამედიცინო კომპანია "ახალ ხედვას". პირველი და ერთადერთი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით - https://akhalikhedva.ge

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** პრეზენტაციების, ბანერების დიზაინისა და სხვა სარეკლამო აქსესუარების დიზაინის შექმნის ადმინისტრირება;
** ტრეინინგების ორგანიზება;
** ციფრული მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და სოციალური მედიის, ვებ-გვერდის მართვა;
** გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
** რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სოციალური მედია მარკეტინგის ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ამოცანების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა;
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; შაბათი: 10:00-15:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1500 ლარი
** დამატებითი ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მარკეტინგის მენეჯერი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე