გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ბეიბი ლაინი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
სადისტრიბუციო კომპანია "ბეიბი ლაინ"-ის პროფილს წარმოადგენს ბავშვთა მოვლისა და ჰიგიენის საგნების იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბეიბი ლაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

გაყიდვების აგენტის ძირითადი მოვალეობები:

** ათვისებული სადისტრიბუციო ქსელის შემოვლა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით
** არსებული ქსელის უზრუნველყოფა პროდუქციით და პოტენციურ კლიენტთა მოძიება/ინფორმირება
** სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის
** შეკვეთების აღება და პროგრამული ასახვა
** პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად
** გაყიდვების მასტიმულირებელი აქტივობების განხორციელება
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, სალარო ოპერაციების განხორციელება

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა;
** ფინანსური პასუხისმგებლობის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა .

პირობები:

** ანაზღაურება : ფიქსირებული + ბონუს სისტემა
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@babyline.ge და გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების აგენტი" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ივნისი

შპს "ბეიბი ლაინი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე