IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 21 მაისი
სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: IT სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 21 მაისი, 2019 წელი
კონკურსის ფორმა: ტესტირება და გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურის კონფიგურაცია
** ტექნიკური მხარდაჭერა, ქსელურ და სისტემურ სერვისებზე
** პრობლემის ანალიზი სხვადასხვა ქსელურ და სისტემურ დონეზე
** სამომხმარებლო პროგრამების ინსტალაცია
** კომპიუტერული და სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურაცია, ინსტალაცია
** სატელეფონო ქსელის გამართულად მუშაობა
** ინტრანეტის საინფორმაციო და ფაილური დირექტორიების განახლება
** მეილის და სხვადასხვა სამომხმარებლო სერვისების გამართულად მუშაობა
** თანამშრომლის სამუშაო ადგილის ტექნიკური გამართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** TCP/IP პროტოკოლის ცოდნა
** ქსელური ინფრასტრუქტურის და (VoIP) საკომუნიკაციო საშუალებების ცოდნა
** Linux და Microsoft-ის ოპერაციული სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** ანალიტიკური აზროვნება
** პრობლემური სიტუაციების მართვა
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** ვადების დაცვა
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა
** სწავლისა და ათვისების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე