Java დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Java დეველოპერი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
თანდართული ფაილი: 217682_Halyk_Bank_Anketa_GEO_2017_2998408.zip
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სათავო ოფისში Java დეველოპერის პოზიციაზე

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი ბანკის თანამშრომელი;
** შესაძლებლობას იმუშაოთ ისეთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტში, როგორიც არის ინტერნეტ ბანკი
** შემოქმედებით თავისუფლებას იმისთვის, რომ გადაჭრათ რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრი ან მაგისტრი);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** Java პროგრამირების ენის გამოყენების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ვებ სერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Javascript-ის გამოყენების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** AngularJS Framework-ის გამოყენების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია JBoss-ის ცოდნა;
** ბანკში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** ინტერნეტ ბანკის განვითარებაში ჩართულობა
** ინტერნეტ ბანკის მუშაობის დროს არსებული პროგრამული ხარვეზების გამოვლენა/მოგვარება
** ინტერნეტ ბანკის ინფრასტრუქტურაში ცვლილებების განხორციელებაში ჩართულობა;
** ინტერნეტ ბანკის ადმინისტრირებაში/მონიტორინგში ჩართულობა;

უნარები:

** მუდმივ პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარ-ჩვევების ქონა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) ფოტოსურათით (3X4) ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება Java დეველოპერი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 მაისი, 2019 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე