ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი, სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი, სტაჟირება
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
გახდი "ლიდერ კრედიტის" გუნდის წევრი!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს: ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი

მდებარეობა: ქ. თბილისი; ქ. ბათუმი; ქ. რუსთავი; ქ. მარნეული
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** ეფექტური გაყიდვების წარმოების გზით საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტების ბიზნესის ანალიზი/შეფასება, საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა/სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება (საბანკო, საფინანსო, ორგანიზაციებში)
** უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
** კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, ) ბაზისური ცოდნა
** სასურველია რუსული ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა (მარნეულის კანდიდატებისთვის);

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** გაყიდვების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

ანაზღაურება: 375-875 ლარი (დარიცხული) + ბონუსი

სტაჟირება:

ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი - ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით.

მდებარეობა: ქ.თბილისი; ქ. ბათუმი; ქ. რუსთავი; ქ.მარნეული
პერიოდი - 3 თვე

** სტაჟირების პერიოდში თქვენ პრაქტიკაში შეისწავლით;
** მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ საკრედიტო პროდუქტებს;
** ახალი კლიენტების მოზიდვისთვის საჭირო ეფექტური გაყიდვების ხელოვნებას;
** საკრედიტო განაცხადის მომზადებას, კლიენტების ბიზნესის ანალიზს/შეფასებას და კომიტეტისთვის წარდგენას;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობის და მათთან მოლაპარაკების წარმოებით, საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვას;

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, ) ბაზისური ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** სისხარტე
** კომუნიკაბელურობა
** ინიციატიურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

ანაზღაურება: 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსოთ აპლიკაცია http://www.leadercredit.ge (დასაქმდი ჩვენთან) არაუგვიანეს 2019 წლის 3 ივნისისა.

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატიურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*121).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე