რეგიონული დირექტორის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"ლიბერთი" - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას რეგიონული დირექტორის მოადგილის (გაყიდვების მიმართულებით) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ფუნქცია-მოვალეობები:

** აქტიური მონაწილეობის მიღება გაყიდვების გუნდის შემადგენლობის ფორმირებასა და საკადრო მომზადებაში;
** უზრუნველყოს თავის გუნდში მყოფი მოზიდვების მენეჯერების მუდმივი მოტივირება, მხარდაჭერა და სტიმულირება;
** აწარმოოს თავისი გუნდის პორტფელის კლიენტების მუდმივი მონიტორინგი, საჭიროებების გამოვლენა და მათზე რეაგირება;
** აქტიურად ითანამშრომლოს რეგ. ფილიალის სხვა ჰორიზონტალურ სტრუქტურებთან (საკრედიტო/საოპერაციო);
** განახორციელოს შედეგების და გეგმების შესრულების ანალიზი და მიიღოს შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები;
** მოზიდვების მენეჯერების ტრეინინგებში მონაწილეობის მიღება;
** მოზიდვების მენეჯერებისთვის ყოველდღიური დავალებების და მიმართულების მიცემა;
** შეხვედრების ჩატარება არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან, მოზიდვების მენეჯერებთან ერთად;
** დაქვემდებარებულების მორალურად მოტივირება და მათთან ყოველდღიური ინტენსიური კონტაქტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია საბანკო საქმე, მენეჯმენტი, ფინანსები;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების საფუძვლიანად ცოდნა: ინგლისური, რუსული;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ანალიზის უნარი;
** პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი;
** სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
** მუდმივი მზაობა დახმარებისათვის;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** ზეპირი და წერილობითი ურთიერთობების უნარი ზემდგომ და დაქვემდებარებულ პირებთან.

როგორ მოგვმართოთ: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე