გაყიდვების მენეჯერი/მუსიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/მუსიკოსი
მომწოდებელი: ქომო
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შპს "ქომო" აცხადებს ვაკანსიას მუსიკოსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"ქომო" არის მუსიკალური ინსტრუმენტების და სასცენო განათების დისტრიბუტორი კომპანია. კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, როგორიცაა: ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ტაჯიკეთი.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, მიზანდასახულ გაყიდვების მენეჯერს, მოლაპარაკებების წარმართვისა და აზრის მკაფიოდ გამოხატვის უნარით, ვისაც აქვს სურვილი გამოიმუშაოს ბევრი ფული.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქციით პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** მომხმარებლის კონკრეტული საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
** პროდუქციის სატელეფონო შეთავაზება და გაყიდვა
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა

ძირითადი მოთხოვნები:

** რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია
** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ რაიმე სახის მუსიკალური განათლება, ან შეუძლიათ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა.
** სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტის ცოდნა
** გაყიდვების სტრატეგიის ცოდნა
** მივლინებებისთვის მზადყოფნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დარწმუნებისა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** დეტალების მიმართ ორიენტრირებულობა
** სწრაფი ათვისებისა და ადაპტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი ხელფასი და ბონუსები
** შესაძლებლობას შეუერთდეთ სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიას
** კარიერული ზრდა
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო.
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (ერთი საათი შესვენება)

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: tamar@komo.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე