საწყობის თანამშრომელი/მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი/მძღოლი
მომწოდებელი: სხივი+
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელი - მძღოლის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება;
** საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის მიწოდების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 22-დან 28 წლამდე
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

ანაზღაურება: 700 ლარი. (ანაზღაურების ზრდის პერსპექტივით).
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე; 09:00-დან 18:00 საათამდე

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე