მისტიური მომხმარებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მისტიური მომხმარებელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
თანდართული ფაილი: 217664_application_4654209.zip
სავაჭრო ობიექტების მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით, რაც გულისხმობს ობიექტზე ვიზიტს, საკონტროლო შესყიდვის განხორციელებას და ვიზიტის შედეგების შესაბამის ანკეტაში შეტანას, გვესაჭიროება მისტიური მომხმარებლები.

ვაკანსია ცხადდება თბილისში, თელავში, ყვარელში, ბორჯომში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში.

ამჟამად მიმდინარეობს ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურების შემოწმება საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში, რისთვისაც სათანამშრომლოდ ვიწვევთ პირებს საკუთარი ავტომობილით და მართვის გამოცდილებით. შესამოწმებელი ობიექტების სპეციფიკიდან გამომდინარე სასურველია ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები.

ასაკს, სქესს, განათლებას და სამუშაო გამოცდილებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა არა აქვს.

სამუშაო არ გულისხმობს ყოველდღიურ დატვირთვას და მისი მოქნილი გრაფიკი იძლევა სხვა საქმიანობასთან შეთავსების საშუალებას.
გარდა ჰონორარისა, კომპანია სრულად აანაზღაურებს ობიექტებზე ვიზიტის და საკონტროლო შესყიდვების ხარჯებს.

მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** გამართული საკუთარი ავტომობილი (სასურველია ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები);
** მართვის მოწმობა (ბ კატეგორია);
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის ელემენტარული ცოდნა;
** ორგანიზებულობა;
** ყურადღების კონცენტრაცია დეტალებზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ თანდართული ანკეტა (განაცხადის ფორმა) და ელექტრონული სახით გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mysteryshopper@thestream.ge და აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ავტომობილის მოდელი და საწვავის ტიპი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე