მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მითერი
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შპს "ჯითი მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.

კომპანია "ჯითი მოტორსი" წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტებზე: http://www.landrover-georgia.com | http://www.jaguar-georgia.com

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155, იაგუარ ლენდ როვერის ცენტრი.
სამუშაო განაკვეთი: სრული (დასვენების დღე კვირა)

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ფლობა სამუშაო დონეზე;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს შემოსული სტუმრის მიცილება შესაბამის პერსონალამდე;
** შეუქმნას მომხმარებელს დადებითი შთაბეჭდილება და თავი აგრძნობინოს კომფორტულად;
** გარკვევით და გასაგებად დაამყაროს მომხმარებელთან კომუნიკაცია, დაუსვას შეკითხვები, გააანალიზოს მომხმარებლის მოთხოვნები და უზრუნველყოს მისი შემდგომი გადამისამართება გუნდის შესაბამის წევრთან;
** აუცილებელი ლოდინის შემთხვევაში შესთავაზოს სტუმარს გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა;
** ეფექტურად წარმართოს სატელეფონო საუბრები;
** ჩაიწეროს ყველა საჭირო მონაცემი მომხმარებლის შესახებ;
** კონსულტაცია გაუწიოს და დაეხმაროს მომხმარებელს ავტომობილისა და სხვა აქსესუარების შერჩევასა და შეძენაში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე vacancy@landrover.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე