მოლარე-რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შპს "ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

კვირაში 5 დღე, სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 09:30-18:00 ან 12:00-20:00
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება ფიქსირებული: 450 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის ოპერატიული, თავაზიანი მომსახურება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** შიდა სამუშაო პროგრამაში პაციენტის რეგისტრაცია;
** მომხმარებელთა ინფორმირება მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** პრობლემის დაფიქსირება და უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება, შესაბამისი წესების სრული დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების და აზრის გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

როგორ გავგზავნოთ:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: orthodontge@gmail.com და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მოლარე-რეგისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე