ტენდერი საკონფერენციო დარბაზის და კვებით მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი საკონფერენციო დარბაზის და კვებით მომსახურებაზე
მომწოდებელი: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 22 მაისი
ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი პროექტის "სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისათვის" (Bread for the World-Protestant Development Service- სთან დადებული საგრანტო ხელშეკრულება # GEO 2017-0154 ) პროგრამის ფარგლებში აცხადებს ტენდერს სასტუმროს, საკონფერენციო და კვებით მომსახურებაზე.

მომსახურების მოწოდების ადგილი: გურიის და აჭარის რეგიონი.
29 მაისი 2019 წელი, დილის 10 საათიდან 18 საათამდე

მომსახურების გაწევის პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ:

** სადილი და ყავის შესვენება -60 ადამიანზე
** საკონფერენციო დარბაზი ტექნიკით (პროექტორი, ეკრანი, დაფა) -60 ადამიანზე

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები)
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა /ინვოისი (შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულ უნდა იქნას ერთჯერადი კვების (შვედური მაგიდა), ერთჯერადი ყავის შესვენების და შეხვედრების ოთახის ხარჯი;)
** საკონფერენციო დარბაზის სურათები

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

** იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია
** არის დარეგისტრირებული საქართველოში

გთხოვთ, შეთავაზება წარმოადგინოთ ეროვნულ ვალუტაში.

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება ორ ეტაპად, საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება მომსახურების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის და rs.ge-ზე ანგარიშფაქტურის ატვირთვის შემდეგ მაქსიმუმ სამი სამუშაო დღის ვადაში.

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2019 წლის 22 მაისი, 18:00 საათი.

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ypuozurgeti@yahoo.com ან საფოსტო მისამართზე: ქ. თბილისი, ბარნოვის 84, მე-4 სართ. ბინა 7; ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. #3.

ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: ypuozurgeti@yahoo.com

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1996 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.
ორგანიზაციის მისიაა "მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სოც-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც მიიღწევა დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებით. საგანმანათლებლო ინსტიტუციების განვითარების ხელშეწყობა. ახალგაზრდობის ინტელექტუალური პოტენციალის, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. ორგანიზაცია საშუალებას აძლევს მოზარდებს, წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები, განუვითარდეთ ინტელექტუალური პოტენციალი, სოციალური და პროფესიული უნარ-ჩვევები. ჩამოუყალიბდეთ კრიტიკული აზროვნების უნარი. გააცნობიერონ ეროვნული და ზნეობრივი ღირებულებები და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა".

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.apk.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე