საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: Star Academy
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"Star academy" ახორციელებს კულტურულ გაცვლითი ხასიათის პროგრამებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

კომპანია " Star academy " აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ხელფასი კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

სამუშაოს აღწერილობა:

სამუშაო მოიცავს საერთაშორისო საზაფხულო სკოლების, უცხო ენის კურსების, ტურიზმისა და მასპინძლობის პროგრამების განხორციელების მენეჯმენტს, პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას, მონაწილეების მოზიდვას, შერჩევას, კოორდინირებას, კურსზე გასამგზავრებლად საჭირო ეტაპების უზრუნველყოფას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დასახული ამოცანის ანალიზი და პროექტის მიზნების დასახვა
** პროექტის დაგეგმარება, ვადების დადგენა, სპეციფიკაციის შედგენა
** პროექტის დოკუმენტაციის მართვა
** პროექტის მსვლელობის მონიტორინგი
** სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება
** პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
** პრეზენტაციების ჩატარება
** სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან თანამშრომლობა
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საგანმანათლებლო სფეროში);
** ანალოგიურ (ან მსგავს) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის აღნიშნულ ენაზე დოკუმენტაციის მომზადების უნარ-ჩვევები;
** რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის Excel და PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მქონე
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური/კეთილგანწყობილი;
** შრომისმოყვარე, აქტიური
** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარის მქონე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV თანდართული და ვაკანსიის დასახელებით გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@staracademy.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე