ტენდერი ავტო-ტექ მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ავტო-ტექ მომსახურებაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
თანდართული ფაილი: 217633_cenn_9865583.zip
"CENN" აცხადებს ტენდერს ავტო-ტექ მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:

** ავტომობილების სრული ტექნიკური მომსახურება;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით ასოციაცია CENN-ის ოფისში, მის: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ტექნიკური დავალება იხ. მიმაგრებული ფაილის სახით);
** 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო);

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იქნება:

** მომსახურების ფასი
** მომსახურების ხარისხი
** განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება).

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე