პროექტის უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა, მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ პროექტის უმცროს მენეჯერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი სამუშაო:

** განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით ყოველკვირეული დეველოპმენტ სამუშაოების დაგეგმვა გუნდთან ერთად;
** ამოცანების შეთანხმებულ ვადაში დასრულების მონიტორინგი და გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** გუნდის წევრებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შორის სწორი და დროული კომუნიკაციის ორგანიზება;
** გუნდის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების აღმოფხვრა;
** დეველოპერთა გუნდის შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს-ადმინისტრირებაში ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** რუსული ენის კარგი ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება - 600-800 ლარი ხელზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Junior Project Manager.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე