მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 29 მაისი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

SQL Server მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება:

** MSSQL-ის მონაცემთა ბაზიდან, მონაცემების ამოღება/დამუშავება.
** საოპერაციო სისტემის ცვლილებების ან/და განახლებების ტესტირება და დანერგვა.
** კომპანიის საოპერაციო პროგრამასთან დაკავშირებული ცვლილებების ტესტირება / დანერგვა.
** ფილიალების თანამშრომლების მიერ განხორციელებული ოპერაციების/ტრანზაქციების სიზუსტის შემოწმება.
** ფილიალების თანამშრომლებისათვის საოპერაციო პროგრამასთან დაკავშირებით დახმარების გაწევა;
** საოპერაციო პროგრამის მომწოდებელი კომპანიის, ტექნიკურ მხარდაჭერასთან ერთობლივი მუშაობა, (სამუშაო ენა - ინგლისური);
** ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან ფინანსების განხრით;
** SQL სისტემის მაღალ დონეზე ცოდნა;
** TSQL მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში რეპორტინგის განყოფილებაში ან საოპერაციო მხარდაჭერის/პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** ანალიზისა და სტატისტიკის წარმოების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 29.05.2019. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე