ფინანსური მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: ფაინ თრი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შპს "PineTree" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ანალიტიკური სამუშაოსთვის აუცილებელი ინსტრუქციების, მეთოდოლოგიის, აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების შემუშავება;
** კომპანიის სხვა დეპარტამენტ(ებ)იდან საჭირო ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
** ფინანსური ანგარიშგებების შედგენა, ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გამოთვლა და ანალიზი;
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი სხვადასხვა ქმედების/ოპერაციის თვითღირებულების და ფინანსური შედეგების გამოთვლა/ანალიზი;
** წარმოებული გათვლების, ანალიზის და დასკვნების მომზადება ანგარიშების/პრეზენტაციის სახით;
** დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების შემუშავება და წარმოება;
** ეკონომიკური და სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ანალიზი;
** სხვა ფინანსური საქმიანობის პროცესებში ჩართულობა და მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Excel მაღალ დონეზე (სავალდებულოა)

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მოტივირებულობა.

ხელფასი: 800-1000 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00 - 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@pinetree.ge და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე