საზაფხულო სკოლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზაფხულო სკოლა
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 25 მაისი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის ფონდის დაფინანსებით, ატარებს საზაფხულო სკოლას.

საზაფხულო სკოლის თემაა - კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში ტენდენციები, სიახლეები, გამოწვევები, პოლიტიკური კვლევა როგორც მიმართულება საქართველოსა და მსოფლიოში. ლექციებს და პრაქტიკულ სემინარებს ჩაატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორები და მოწვეული ადგილობრივი და უცხოელი ლექტორები. სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალგაზრდა მკვლევარებს და სოციალური მიმართულების მაგისტრატებსა და დოქტორანტებს. სკოლა ჩატარდება ა.წ. 7-15 ივნისს ქ. თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. სამუშაო ენა ქართული და ინგლისური.

საზაფხულო სკოლის აღწერა:

სოციალური მეცნიერებებისათვის დამახასიათებელია მჭიდრო კავშირი თეორიასა და ემპირიულ მასალას შორის, ამიტომ სოციალური მეცნიერებების განვითარება, ასევე მასთან ერთად არსებული გამოყენებითი მომიჯნავე სფეროებიც, მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული კვლევის როგორ ინსტრუმენტის მეთოდების განვითარებასთან.

საქართველოში ბოლო 12-15 წლის განმალობაში პოლიტიკური პროცესები ითვალისწინებდა კვლევითი სფეროს ჩართულობას. კვლევა გამოიყენებოდა როგორც სამუშაო პროცესის ასევე საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, ერთის მხრივ კვლევა ზომავდა მოსახლეობის განწყობებს, მეორეს მხრივ პოლიტიკური პარტიების მიერ გამოიყენებოდა როგორც კონკურენტებთან უპირატესობის დასტური, იარაღის ფუნქციას ასრულებდა საინფორმაციო ომში. კვლევის აქტიურმა მონაწილეობამ პოლიტიკურ პროცესებში კვლევის ხარისხისა და მეთოდების მიმართ შექმნა ხარისხის მიმართ მაღალი მოთხოვნა. ამიტომ სხვა კვლევით სფეროებს შორის შექმნა პირობა მეთოდოლოგიური მხარის განსაკუთრებული განვითარებისა და დახვეწისათვის.

გარდა მეთოდოლოგიური განვითარებისა პოლიტიკურ კვლევაში ჩართულ ორგანიზაციებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა ძალიან დიდი კვლევითი და სტატისტიკური მასალა მონაცემთა ბაზების სახით. ნაწილი მონაცემებისა ხელმისაწვდომია კვლევითი კომპანიების საიტებზე, არის მნიშვნელოვანი ნაწილი რომლებიც ინახება კვლევითი კომპანიების არქივებში. უნივერსიტეტისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობა ამ საკითხთან მიმართებაში ძალიან ნაყოფიერ საფუძველს შექმნის მონაცემების ბაზების ერთად თავმოყრისა და ანალიზისათვის.
საზაფხულო სკოლა მოგვცემს საშუალებას წლების განმავლობაში დაგროვილ მასალაზე დაფუძნებული ანალიზი შევთავაზოთ სტუდენტებს და სფეროში ჩართულ ახალგაზრდა მეცნიერებს, გავზარდოთ მათში პოლიტიკური კვლევის საკითხების მიმართ დაინტერესება. კონკრეტული ქეისების/შემთხვევების მაგალითებზე ვაჩვენოთ პრაქტიკულ ჭრილში პოლიტიკური კვლევის საჭიროებები, პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები, როგორც ქართული პოლიტიკური რეალობისათვის ასევე სხვადასხვა ქვეყნებისათვის რასაც უზრუნველყოფენ ძალიან მაღალი ხარისხის ექსპერტები როგორც აკადემიური სფეროდან ასევე კერძო სექტორიდან.

საზაფხულო სკოლის საქმიანობაში ჩართულები იქნებიან გერმანიის ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტოლენი და სიდიდით მსოფლიოს სამეულში შემავალი კერძო კომპანია Ipsos მკვლევარი ვოდიმ ვოლისი (აშშ). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე უცხოელ ექპერტს აქვს საქართველოში პროექტებში ჩართულობის გამოცდილება. იოჰან თოლენი 1994 წლიდან არის ჩართული სამუშაო ჯგუფებში და კონსულტირებას უწევდა საქართველოში განხორციელებულ არაერთ პროექტს. ვოდიმ ვოლოსი 2010 წლიდან თანამშრომლობს ქართულ კვლევით კომპანიებთან და კონსულტირებას უწევს პოლიტიკური კვლევის პროცესს. ასეთი გამოცდილება უნიკალურ საშუალებას მოგვცემს გავაცნოთ საზაფხულო სკოლის დამსწრეებს საქართველოს გამოცდილება საერთაშორისო ხედვისა და პრაქტიკის კონტექსტში.

საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის სოციალურ მეცნიერებებში კვლევის მეთოდების სფეროში და პოლიტიკური კვლევის სფეროში ცოდნის გაღრმავება. კვლევის მეთოდოლოგიის/პროგრამის შემუშავებაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა, კვლევის დაგეგმვასა და კვლევითი პროცესის ყველა ეტაპის განხორციელება, ემპირიულ კვლევებში სოციოლოგისათვის საჭირო ორიენტაციებისა და კომპეტენციების მიღება/შემუშავება. საზაფხულო სკოლა შედგება 8 დღიანი პროგრამისაგან რამდენიმე განსხვავებული სწავლების და პრაქტიკული სამუშაოების ჩატარებით ფორმატით.

სწავლება რომელიც გრძელდება 9 დღის განმავლობაში დაიყოფა 3 თემატურ კატეგორიად:

** კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში, სიახლეები გამოწვევები (2 დღე)
** პოლიტიკური კვლევა _ დარგში უახლესი ტენდენციების განხილვა და არსებული მონაცემთა ბაზის ანალიზი და პრეზენტაცია 2 დღე)
** პრაქტიკული სამუშაოები _ სამუშაო ჯგუფების შექმნა შერჩეული მეთოდოლოგიით კონკრეტული კვლევის პროგრამის, ინსტრუმენტის (კითხვარის) შემუშავება (1 დღე)
** სამუშაო ჯგუფების მიერ საველე სამუშაოები ჩატარება (1 დღე)
** მონაცემთა გენერირება და ანალიზი _ მონაცემთა კოდირება და მონაცემთა ბაზაში შეყვანა, წმენდა, დამუშავება და ანალიზი (1 დღე)
** მონაწილეთა ჯგუფური პროექტების პრეზენტაცია, საუკეთესო პროექტის გამოვლენა/დაჯილდოება, საზაფხულო სკოლის მუშაობის შეჯამება (1 დღე)

საზაფხულო სკოლის დასრულების შემდგომ მოხდება მსმენელებთან შედეგების შესაფასებელი კვლევის ჩატარება, რომელშიც მოხდება სწავლების სარგებლიანობის შეფასება დამოკიდებულებების და კომენტარების მითითება, პროექტის ზოგადად შეფასების და მომავლის პროექტების გაუმჯობესების მიზნით.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გამოცდილების და სამოტივაციო წერილის საფუძველზე, მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ინგლისურის ცოდნა.

დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 მაისი 18.00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: levan.tarkhnishvili@iliauni.edu.ge

აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV და სამოტივაციო წერილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე