ტექნიკური მომსახურების მიმართ. სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მომსახურების მიმართ. სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას შიდა ქართლის წარმომადგენლობის ტექნიკური მომსახურების მიმართულების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: შიდა ქართლი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში განთავსებული ტერმინალის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მოწყობილობების გასუფთავება, დიაგნოსტიკა, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობების გამოცვლა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება;
** Windows xp, 7, 8, 10-ის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook, MS PowerPoint) ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** არსებული რეგიონის კარგად ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ავტომანქანის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** აუცილებელია ავტომობილის ქონა;
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
** ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
** ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

უნარები:

** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე