დამოწმება-დაკალიბრების ლაბორატორიის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამოწმება-დაკალიბრების ლაბორატორიის თანამშრომელი
მომწოდებელი: მეტროლოგი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შპს "მეტროლოგი" აცხადებს კონკურსს დამოწმება-დაკალიბრების ლაბორატორიის თანამშრომელის ვაკანსიაზე.

მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია ტექნიკური განხრით;
** მუშაობის გამოცდილება - გაზომვის საშუალებებთან, მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან ** მუშაობის გამოცდილების არსებობა.

პირადი თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** უკონფლიქტო;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** წესრიგის მოყვარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის გაზომვის საშუალებების (მათ შორის ელექტროტექნიკური და სხვა სახის ხელსაწყოების) დამოწმება/დაკალიბრება არსებული პროცედურების მიხედვით. შესაბამისი ჩანაწერების წარმოება.
** ტექნიკური სახის ლიტერატურასთან მუშაობა.

სამუშაო: სრული ან არასრული (შეთანხმებით) განაკვეთი.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, პერიოდული მივლინებებით შესასრულებელი ხელშეკრულებების მიხედვით.

მართვის მოწმობა - გთხოვთ, მიუთითოთ გაქვთ თუ არა მსუბუქი ა/მანქანის მართვის მოწმობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: levan.nanobashvili@yahoo.com. გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ თქვენი CV, ვინაიდან კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს შემოსული განაცხადების მიხედვით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე